Go by Example: Hello World

ჩვენი პირველი პროგრამა დაბეჭდავს კლასიკურ “hello world” მესიჯს. მარჯვნივ მოცემულია სრული სორს კოდი.

package main
import "fmt"
func main() {
    fmt.Println("hello world")
}

პროგრამის გასაშვებად, დააკოპირე კოდი hello-world.go ფაილში და ამავე ფაილის დირექტორიაში ტერმინალიდან გაუშვი ბრძანება go run.

$ go run hello-world.go
hello world

ზოგჯერ გვჭირდება, რომ ჩვენი პროგრამისგან ბინარული ფაილი შევქმნათ, ანუ დავბილდოთ. ამას შევძლებთ ბრძანებით go build.

$ go build hello-world.go
$ ls
hello-world    hello-world.go

შედეგად, შევძლებთ ჩვენი პროგრამის ბინარული ფაილით გაშვებას.

$ ./hello-world
hello world

ახლა კი, რახან, უკვე ვიცით თუ როგორ დავბილდოთ და გავუშვათ, მარტივი, Go-ს პროგრამა, შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა ამ ენის შესაძლებლებლობების აღმოსაჩენად.

შემდეგი მაგალითი: Values.